27 წლის ახალგაზრდა მიემგზავრება მშობლიურ სოფელში, გზად იგი თავის ბავშვობას იხსენებს...
↧
მხოლოდ გუშინ / Only Yesterday (ქართულად)
↧
ზოოტოპია / Zootopia (ქართულად)
მოგესალმებით ცხოველთა ქალაქში - თანამედროვე ქალაქი, დასახლებული სხვადასხვა ცხოველებით, დიდი სპილოები პატარა თაგვები. ქალაქი იყოფა რაიონებად და აქ ასევე არის ელიტარული უბანი საჰარის ტერიტორიაზე და ასევე არასტუმართმოყვარე ტრუდრათაუნი. ქალაქში არის ახალი პოლიციელი, მხიარული კურდღელი ჯუდი ჰოპსი, რომელიც სამუშაოს პირველი დღიდანვე აცნობიერებს თუ რა ძნელია იყო პატარა და ფუმფულა დიდ და ძლიერ პოლიციელებს შორის. ჯუდი ცდილობს პირველი შესაძლებლობისთანავე წარმოაჩინოს საკუთარი თავი იმის მიუხედავად, რომ მისი მეწყვილე არის მელია ნიკ უაიდლი. მათ ერთად მოუწევთ რთული საქმის გამოძიება, რის გამოაშკარავებამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელი ქალაქის მცხოვრებლებს...
↧
↧
ბეტმენი: თავდასხმა არხამზე / Batman: Assault on Arkham (ქართულად)
საიდუმლო სამთავრობო ორგანიზაცია ქმნის სპეციალურ ჯგუფს "თვითმკვლელთა რაზმს", რომელიც შედგემა დაქირავებული მკვლელებისგან. მათი მიზანია შეაღწიონ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არკხამში და მოიპოვონ მოპარული საიდუმლო ინფორმაცია...
↧
საჩუქარი / The Present (ქართულად)
ესაა მოკლე ისტორია ბიჭზე, რომელიც ხარჯავს მთელ თავის დროს ვიდეო თამაშებში, იმის ნაცვლად რომ აღმოაჩინოს რა ელოდება კარს მიღმა. ერთ დღეს მისი დედიკო გადაწყვეტს გაუკეთოს პატარა სიურპრიზი ვაჟს, რაც გაართულებს მის კონცენტრაციას ვიდეო თამაშებზე...
↧
რქები და ჩლიქები: დაბრუნება სეზონი 1 / Back at the Barnyard Season 1 (ქართულად)
ამ ანიმაციურ და კომედიურ მულთფილმში აღწერილია თუ რას აკეთებენ ცხოველები როცა ადამიანები მათ არ უყურებენ და ყურადღებას არ აქცევენ...
↧
↧
მულანი 2 / Mulan II (ქართულად)
შენგი და მულანი ქორწილისათვის ემზადებიან, ამ დროს ისინი მიიღებენ საიდუმლო დავალებას. პატარა დრაკონი მუშუ ისევ საქმეშია , მონღოლების მოულოდნელი თავდასხმა იწყება...
↧
შტეინის კარიბჭე: დეჟა ვუს ტვირთი / Steins;Gate the Movie: Loading Area of Déjà vu (ქართულად)
ფილმის მოქმედება ვითარდება სერიების დასრულებიდან 1 წლის შემდგომ. დი-მეილის შექმნის შედეგად სამყაროს ხაზებში მტკივნეული მოგზაურობის შემდგომ, ოკაბე რინტარომ როგორც იქნა მიაღწია შტეინის კარიბჭის სამყაროს ხაზს, სადაც არცერთი მისი მეგობარი არ კვდება და სერნის მიერ კონტროლირებადი მომავალი არ არსებობს. მაგრამ, რინტარო მალე შეიგრძნობს მისი გამუდმებული სამყაროს ხაზებში მოგზაურობით გამოწვეულ გვერდულ მოვლენებს რომელიც მის სამყაროს არსებობიდან გაქრობას იწვევს. იგი მხოლოდ მაკისე კურისუს ახსოვს, გოგონას რომელიც მან გადაარჩინა, დეჟა ვუს სახით.. ახლა კურისუზეა დამოკიდებული რომ იპოვოს ოკაბეს დაბრუნების გზა...
↧
ალისა საოცრებათა ქვეყანაში / Alice in Wonderland (ქართულად)
სახლიდან გამოქცეული ალისა, ბებერი ვაშლის ხის ძირას, ჩაცმულ ,დიდ, თეთრ კურდღელს ხვდება, რომელიც სადღაც მიიჩქარის. ის ჯიბიდან საათს იღებს და საეჭვოდ ბნელ სოროში უჩინარდება... ალისა გამბედაობას იკრებს და კურდღელის კვალს მიყვება... და ის საოცარ ზღაპრულ სამყაროში ხვდება, სადაც ყველაზე აუხდენელი ფანტაზიები სრულდება...
↧
თვითმკვლელობის ოთახი / Suicide Room (ქართულად)
დომინიკი ჩვეულებრივი ბიჭია. მას ჰყავს მეგობრები, ყველაზე მაგარი გოგო სკოლაში, მდიდარი მშობლები და ფული, საუკეთესო ბრენდის სამოსში დასახარჯად. მაგრამ ერთი უდანაშაულო კოცნა კლასელთან ცვლის ყველაფერს. ის ჩაიკეტება სამყაროსგან მოწყვეტილი თავის თავში, დროს მხოლოდ კომპიუტერთან ატარებს. ის ხვდება ანონიმურ გოგონას, რომელიც აცნობს მას "თვითმკვლელობის ოთახს", ადგილს საიდანაც გასაქცევი არ არსებობს...
↧
↧
ბლიჩი სეზონი 3 / Bleach Season 3 (ქართულად)
კუროსაკი იჩიგო უბრალო 15 წლის ბიჭუნა არაა, რადგან რაც თავი ახსოვს ადამიანებისათვის უხილავ სულებთან შეუძლია საუბარი. ერთ საბედისწერო დღეს მას გამოეცხადება ადამიანთა სულების მშთანთქავ სულზე მონადირე შინიგამი(სიკვდილის ღმერთი)კუჩიკი რუკია. ამ ურჩხულთან ბრძოლის დროს იჩიგო და რუკია მძიმედ დაიჭრებიან. იმისათვის, რომ იჩიგოს ურჩხულზე ნადირობა გაეგრძელებინა, რუკიამ მას საკუთარი ძალები გადასცა, რის შედეგადაც იჩიგო თავად გახდა შინიგამი, მაგრამ ამის შემდეგ რუკია მთელ თავის შესაძლებლობებს კარგავს და იმედოვნებს, რომ ახლად მოვლენილი შინიგამი შეძლებს საქმის დასრულებას. ასე იწყება იჩიგოსა და რუკიას მრავალფეროვანი თავგადასავალი...
↧
ლორაქსი / The Lorax (ქართულად)
ღილაკზე ერთი თითის დაჭერა საკმარისია და სამყარო შენი სურვილისამებრ შეიცვალოს.მაგრამ შეყვარებულებისთვის არ არსებობს არანაირი დაბრკოლება,რომელსაც ვერ გადალახავენ.ახალგაზრდა გოგონა წასვლას გადაწყვიტავს,რათა ცოცხალი ხე ნახოს.ლორაქსი კი მზადაა მას დახმარების ხელი გაუწოდოს...
↧
მეტროპოლისი / Metropolis (ქართულად)
მეტროპოლისი– მომავლის ქალაქია და ორ ნაწილადაა გაყოფილი.მიწის ქვეშ მუშების სახლებია განლაგებული ,მათ ზევით კი საამქროები ,დანადგარებით აღჭურვილი.ზედა ქალაქში კი ოფისები ,მდიდრული კვარტლები და გასართობი ბაღები.მთელი ძალაუფლება კი მაგნატ იოგან ფენდერსონის ხელშია..მისი შვილი ფრედერი მეტროპოლისსში უსამართლობებს ხედავს და დანადგარების ზონაში ჩასვლისას საშინელ კაციჭამია მოლოხს აღმოაჩენს..ფრედერი სიბოროტესთან ბრძოლას გადაწყვეთს...
↧
ბნელი რაინდის დაბრუნება / Batman: The Dark Knight Returns (ქართულად)
55 წლის ბრიუს უეინი სამსხურიდან გადადგომის შემდეგ კვლავ დანაშაულთან ბრძოლას უბრუნდება,თუმცა ოპოზიციის სახით გოტემ-სითის პოლიციასა და აშშ-ს მთავრობას აწყდება...
↧
↧
ბნელი რაინდის დაბრუნება 2 / Batman: The Dark Knight Returns 2 (ქართულად)
55 წლის ბრიუს უეინი სამსხურიდან გადადგომის შემდეგ კვლავ დანაშაულთან ბრძოლას უბრუნდება,თუმცა ოპოზიციის სახით გოტემ-სითის პოლიციასა და აშშ-ს მთავრობას აწყდება...
↧
აკირა / Akira (ქართულად)
1988 წელი, აფეთქება ტოკიოს მიწასთან გაასწორებს. მის ადგილას 2019 წელს ახალი ტოტალიტარული სახელმწიფო აღმოცენდა. კვლევით ცენტრებში ადამიანებზე პარაფსიქოლოგიური ცდები ტარდება სრულყოფილი იარაღის შესაქმნელად. ამ დროს ქვეყანაში რელიგიური კულტი ჩნდება. ეს არის ზეადამიანი სახელად აკირა, რომლის მოსვლაც იაპონიის ყველა პრობლემას გადაჭრის... სიუჟეტის ცენტრშია მოზარდი ბაიკერების ჯგუფი კანედას მეთაურობით...
↧
შეიპყარი დროშა / Capture the Flag (ქართულად)
ანიმაცია მოგვითხრობს, ერთ მეოცნებე ბიჭუნაზე და მის მეგობრებზე რომლებიც, მთვარეზე დაჯდომის ისტორიას გაყალბებისგან გადაარჩენენ...
↧
ფრანკენვინი / Frankenweenie (ქართულად)
პატარა ვიქტორი სამეცნიერო ექსპერმენტს ატარებს, რათა თავის საყვარელ ძაღლს, სპარკის სიცოცხლე დაუბრუნოს,რომლის დროსაც წინასწარ გაუთვლელ, ზოგჯერ საზარელ შედეგებს აწყდება...
↧
↧
მაიმუნთა მეფე: გმირი დაბრუნდა / Monkey King: Hero Is Back (ქართულად)
ყველა ძლევამოსილი მაიმუნის მეფე თავისუფლად ხეტიალობს სამოთხესა და დედამიწას შორის, მაგრამ ღმერთების რისხვის შემდეგ ის იყო დატყვევებული ყინულის გალიაში მთებში. 500 წლის შემდეგ მონსტრების შეტაკებისას პატარა სოფელში, ბავშვი აღმოჩნდება მთებში და ათავისუფლებს მაიმუნთა მეფეს...
↧
კელსის საიდუმლო / The Secret of Kells (ქართულად)
მეცხრე საუკუნე. ირლანდიის სიღრმეებში მიმალულ, უძველეს სააბატოს ავტორიტარული ზედამხედველი ხელმძღვანელობს. მისი აღსაზრდელი - ნიჭიერი და მხიარული ბიჭია. სხვა ბერებთან ერთად ის სააბატოს კედლებს ამაგრებს, რომლებმაც ისინი ვიკინგების თავდასხმებისგან უნდა დაიცვას. ბიჭუნას ახალი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ეწყება მას შემგეგ, რაც სააბატოში სახელგანთქმული ოსტატი ჩამოდის. ანიმაციური ფილმი წარდგენილი იყო 2010 წლის ოსკარზე...
↧
პატარა ქალთევზა / The Little Mermaid (ქართულად)
თავგადასავალებით სავსე ამბავი იმპულსურ ქალთევზა პრინცესაზე სახელად არიელი, რომელსაც შეუყვარდება პრინცი ერიკი და ყველაფერს აკეთებს, რომ მასთან ერთად ყოფნის შანსი...
↧